სტუდენტებსა და ლექტორებს თსუ-ის შენობაში არ უშვებენ

სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ და ლექტორებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ წუთებში ლექტორები და სტუდენტები შენობის კართან დგანან, დაცვა კი ეუბნება, რომ “მათ კონკრეტული მოტივი აქვთ და ამის გამო, შენობაში ვერ შეუშვებენ”.

“უნივერსიტეტის აპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, პოლიტიკური შინაარსის შემცველ რაღაცებს ვერ დაგადებინებთ – რა მოტივითაც შედიხართ, ვერ შეგიშვებთ”, – ეუბნება უნივერსიტეტის წარმომადგენელი ლექტორებსა და სტუდენტებს.

ლექტორები მათ ეუბნებიან, რომ შენობაში ლექციის ჩასატარებლად შედიან.

თსუ-ის ლექტორი, გიორგი ბადრიძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას უნვერსიტეტის შენობიდან არ უშვებენ.

banner
წინა სტატიაშისიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს – ცენტრალური საარჩევნო კომისია
შემდეგი სტატია“კოალიცია ცვლილებისთვის” სიის ყველა წევრმა ცესკოს საპარლამენტო სიის რეგისტრაციაზე უარის შესახებ განცხადებით მიმართა