თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხმაურია. ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. შენობაში კვლავ არ უშვებენ სტუდენტებსა და ლექტორებს.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძიბა. მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციელებმა მათზე ძალა გამოიყენეს,–იტყობინება “თაიმერის”ჟურნალისტი აკო ქიქავა, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობს.