,,სტუდენტების პროტესტის მესმის და ყველაფერს ვაკეთებთ ”წინა პერიოდიდან გადმონაშთების” ლიკვიდაციისთვის”

news
ავტ.: news აპრილი 25, 2016 13:31

,,სტუდენტების პროტესტის მესმის და ყველაფერს ვაკეთებთ ”წინა პერიოდიდან გადმონაშთების” ლიკვიდაციისთვის”

მნიშვნელოვანი

  • ნებისმიერი სტუდენტური მოძრაობა არის საყურადღებო და დასაფიქრებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმში განუცხადა, რითაც სტუდენტების ერთი ნაწილის მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

სხვა სტატიები

ნებისმიერი სტუდენტური მოძრაობა არის საყურადღებო და დასაფიქრებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმში განუცხადა, რითაც სტუდენტების ერთი ნაწილის მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, სტუდენტთა პროტესტი „წინა პერიოდიდან გადმონაშთებზე“ მისთვის გასაგებია და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „იმ ნარჩენების ლიკვიდაცია“ განხორციელდეს.

„თემა, რომელსაც სტუდენტები დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულწილად, არის მოგვარებული საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ არის წინაპერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც ყველას გვაქვს სურვილი, რომ დღეს აღარ არსებობდეს. განსაკუთრებით აღარ უნდა არსებობდეს განათლების და საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე, ამიტომ, მესმის მათი პროტესტის. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა, საჭიროა. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით და ვასწორებთ ყველა იმ ხარვეზს, რომელმაც შეიძლება შექმას არაჯანსაღი გარემო სტუდენტებისთვის“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

როგორც ცნობილია, „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, დღეს, 18:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საპროტესტო აქცია – „არა პოლიციურ რეჟიმს“ გაიმართება.

news
ავტ.: news აპრილი 25, 2016 13:31

Google სტატისტიკა


58,429
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics