სტუდენტების ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე აქციაზე ერთი სტუდენტი დააკავეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე აქციაზე ერთი სტუდენტი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუდენტები ავრცელებენ. მათი თქმით, ჯერ უცნობია, რა გახდა ვიქტორ ჭოხონელიძის დაკავების მიზეზი.

ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში ამ დროისთვუს ორი აქცია მიმდინარეობს. ერთზე სტუდენტები უნივერსიტეტის საქმეებში გარეშე პირების ჩარევას აპროტესტებენ და ემიჯნებიან მოშიმშილე ლექტორებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სტუ-ში უნდა გატარდეს რეფორმები, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი რადიკალური ფორმა, როგორიც შიმშილი საზიანოა.

მეორე აქციიის მონაწილეები კი, სტუ-ს რექტორის გადადგომას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2318 ლარი გახდა