ტექნოლოგიურ პარკში დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საპარტნიორო ფონდთან ერთად სპეციალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, რომელიც სტუდენტების და ასევე არ არის გამორიცხული, სხვა პირების ბიზნესსაწყის იდეებს დააფინანსებს ყოველგვარი საბანკო გარანტიების გარეშე. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ინიციატივის ინიცირება მთავრობის სხდომაზე მოდება და ამისთვის, დაახლოებით, 30–40 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
“დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდმა ძალიან აქტიურად იმუშავა. საპარტნიორო ფონდთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. უახლოეს დღეებშიო მთავრობაზე აღნიშნული დადგენილება იქნება გატანილი, შემდეგ ოფიციალური პრეზენტაცია გვექნება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.















