სტუდენტები თსუ-ში საპროტესტო აქციას ხვალ, 12:00 საათისთვის გეგმავენ

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ, 12:00 საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას გამართავენ.
სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.
აქციის მონაწილე სტუდენტები ამჟამად სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში არიან შეკრებილი. სტუდენტების მხარდასაჭერად, დღეს, 17:00 საათზე უნივერსიტეტის ეზოში აქცია-კონცერტი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისოფელ გლდანის 1 800 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
შემდეგი სტატიალევან შონია განცხადებას ავრცელებს