სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან

სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

სტუდენტების განცხადებით, მათთვის მიუღებელია, რომ მთავრობამ თავისი სიტყვები უკან წაიღო და პროპორციული წესით არჩევნები აღარ ჩატარდება. ასევე სტუდენტები 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მყოფი მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის მათი მეგობრების დაკავებას აპროტესტებენ.

სტუდენტებს შორის არის ლუკა ჭაჭუა, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი გუშინ დატოვა. ის პატიმრობაში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

“ჩვენ მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებულები და გადადებული პროცესები სხვა მოსამართლეებზე გადანაწილდეს, უკანონო გადაწყვეტილება არ მიიღონ ამასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ლუკა ჭაჭუამ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გზავნილები იგივეა, რაც მთავარ აქციაზე – სტუდენტები პროპორციული არჩევნების დანიშვნის შესახებ მოთხოვნებს იზიარებენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიაგირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქცია იყო უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა