სტუდენტები განათლების მინისტრთან – შალვა საბაურმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლების მინისტრი ხვდება. თუმცა თამარ სანიკიძესთან შეხვედრა თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

საბაურის განმარტებით, “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში მათი მოთხოვნები და შეხედულებები არ არის გათვალისწინებული. მისი განცხადებით, სახელმწიფო აპირებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობები გაუქმდეს.

შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტებიც ესწრებიან. თამარ სანიკიძესთან აუდიტორია115-ის წევრები არ იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაში,,ეს თავხედური ფარსია” – პაპუნა დავითაის განცხადებით წულუკიანმა სააკაშვილის დროინდელი მიღწევა მიითვისა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს