
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების გარდა, მსვლელობას მიყვებიან ხელოვანები, მედიკოსები, პოლიტიკოსები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ევროპულ მომავალს ართმევს.
“დიდება დამოუკიდებელ საქართველოს; ჩვენი მომავალი ევროპაშია; საქართველო აჯანყდი” – სკანდირებენ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე ევროკავშირის და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.

“ძალა ერთობაშია – ძალა ევროპაშია” – ამ გზავნილის გარშემო, ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება.
თავდაპირველად, მოქალაქეები 5 ლოკაციაზე შეიკრიბნენ, ესენია – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მარჯანიშვილის მეტრო, რესპუბლიკის მოედანი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ავლაბრის მეტრო.
პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები გეგმავენ, რომ მარშით ევროპის მოედანზე გადაინაცვლონ. დანიშნულების საბოლოო ადგილი კი რუსთაველის გამზირი იქნება.


















