Student Card-ით ახლა უკვე უფრო მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი

სტუდენტებისთვის საკუთარი ფინანსების მარტივად და ეფექტურად სამართავად, დანაზოგების შექმნის საბაზისო პრინციპების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს ბანკი სტუდენტური ბარათის მფლობელებს სხვადასხვა შესაძლებლობას მუდმივად სთავაზობს.
ახალი შეთავაზების ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფრო მეტი PLUS ქულა საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას. (ინიციატივის ფარგლებში, Student Card-ის მფლობელებს ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაერიცხებათ).
PLUS ქულების გადაცვლა 10 000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაშია შესაძლებელი.
PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები კონკრეტული კამპანიების და შეთავაზებების ფარგლებში პერიოდულად ფასდაკლებებსაც და სპეციალურ შეთავაზებებსაც მიიღებენ.
სტუდენტური ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა დაგროვდება განურჩევლად ლოიალურობის სტატუსისა, რომელიც ბანკის მომხმარებლებისთვის არსებობს.
ამასთან, Student Card-ის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ დამატებითი შეთავაზებებით:
• ბარათის მფლობელებს ასევე შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ Student Card-ის ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დამატებითი ბენეფიტებით ისარგებლებენ კლინიკებში, აფთიაქებსა და სტომატოლოგიურ ცენტრში.
• სტუდენტური ბარათით გადახდისას ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ განახლებადი შეთავაზებებით პარტნიორ კომპანიებში – მიიღონ ფასდაკლებები ან ქეშბექი საყვარელ ობიექტებში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათის აღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სტუდენტის სტატუსი აქვს ან არის 18-23 წლის.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, დრონებით დარტყმების შედეგად, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში „ლუკოილის“ კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს და ორიოლის ოლქში ნავთობსაცავს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაკალაძე – არ მინდა, პოლემიკაში შევიდე არახამიასთან, მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას, ქართველ ხალხს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან და ამას ვერავინ შეაჩერებს