სტუ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს „იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით“ აწყობს

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ტრადიციულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს აწყობს, დევიზით – „იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით“– ვემზადებით მსოფლიო რბენისათვის.

სტუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუ-ის სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენი, რომლის მიზანიც ცოდნის დაუფლებასთან ერთად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, 14 აპრილს, 11 საათზე, ლისის ტბიდან დაიწყება.

მათივე ცნობით, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი ( არასრულწლოვანთა შემთხვევაში აუცილებელია მშობლის თანხმობა).

„სტუ-ის სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენი სტარტს ზუსტად 11:00 საათზე აიღებს.

მონაწილეთა რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების დარიგება 09:00 საათიდან დაიწყება.

გარბენი 2 დისტანციაზე შესრულდება – 3 კმ და 10 კმ.

გარბენის ასაკობრივი კატეგორიებია: 16-19 / 20-29 / 30-39 / 40-49 / 50-59 / 60-69 / 70+ 3 კმ-იან სამოყვარულო გარბენში მონაწილეობა დასაშვებია ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებლებისა და ნებისმიერი მოხალისისთვის. აღნიშნულ დისტანციაზე, ქალებსა და მამაკაცებს შორის საპრიზო ადგილზე გასული პირები სპეციალური პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. 10 კმ-იან დისტანციაზე, ასაკობრივ და აბსოლუტურ კატეგორიებში I, II და III ადგილებზე გასულ პირებს თასები, მედლები, სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარბენის უკლებლივ ყველა მონაწილეს სამახსოვრო მაისურები და სერთიფიკატები გადაეცემა“, – აღნიშნულია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმამაკაცმა თეთრი სახლის წინ თავის დაწვა სცადა
შემდეგი სტატიაოზურგეთში, სოფელ შემოქმედთან ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია