სტუ – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 18 ფაკულტეტი და 2000-მდე სტუდენტი

ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება ჯერ არ დასრულებულა. მართალია, საბოლოო შედეგებამდე თითქმის ერთი თვე წინაა, მაგრამ დღეს უკვე დაზუსტებით ვიცით, რომელ ფაკულტეტებს აფინანსებს სახელმწიფო.
მაშ ასე: სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის შემდეგი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები:

• მშენებლობა – 480 ადგილი;
• ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია – 430 ადგილი;
• არქიტექტურა – 100 ადგილი;
• მათემატიკა – 50 ადგილი;
• საინჟინრო ფიზიკა – 100 ადგილი;
• აგრარული ტექნოლოგიები – 110 ადგილი;
• სასურსათო ტექნოლოგია – 230 ადგილი;
• სატყეოსაქმე – 50 ადგილი;
• აგროინჟინერია – 50 ადგილი;
• მეცხოველეობა – 30 ადგილი;
• აგრონომია – 40 ადგილი;
• ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია – 30 ადგილი;
• ქიმია – 50ადგილი;
• მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია – 25 ადგილი;
• სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია – 20 ადგილი;
• სამთო და გეოინჟინერია – 70 ადგილი;
• მეტალურგია – 15 ადგილი;
• მასალათმცოდნეობა – 20 ადგილი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილის განცხადებით, კვლევით ჩანს, რომ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა