17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

სტუ-ს რექტორი: გადადგომას არ ვაპირებ უღრმესი მადლობა პრემიერმმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს რეფორმა დაიწყო

გადადგომას არ ვაპირებ – ამის შესახებ სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს განუცხადა.

უღრმესი მადლობა პრემიერმმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს რეფორმა დაიწყო.

სტუ-ს რექტორმა ასევე დააანონსა, რომ ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს. პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ.

თქვენთან შეთანხმებით ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს შევკრიბავ და იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს.”, – თქვა რექტორმა.

banner
წინა სტატიაშიაქცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან- “ჩვენ ვერანაირად ვერ გავხდებით სხვა უნივერსიტეტის ნაწილი”
შემდეგი სტატიასააკაშვილი: როცა ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ის დააფინანსონ და არა ახალ, სეპარაციულ პროექტებზე იფიქრონ