სწრაფი ტესტები დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა და გამოყენებაში ზეგ ჩაეშვება

საქართველოში კორონავირუსისდასადგენ სწრაფ ტესტებს ხვალისთვის ელოდებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით სწრაფი ტესტები დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცემა და გამოყენებაში ზეგ ჩაეშვება.როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გარდა სწრაფი ტესტებისა, კვირის განმავლობაში იგეგმება ანტისხეულისტესტების შემოტანაც

„ჩენ დღეს ვმუშაობთ ანტიგენთან დაკავშირებულ ტესტზე. ეს არის ტესტები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე იძლევა დიაგნოსტირების საშუალებას, ასევე კვირის განმავლობაში შემოვა ანტისხეულები ანუ სისხლის ტესტი, რომელიც შედეგს მოგვიანებით აჩვენებს და ასევე გადატანილი დაავადების მაჩვენებელიცაა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანმა საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისთვის უსაფრთხოების წესები განმარტა
შემდეგი სტატიაჩხოროწყუელი ფოტოგრაფის ობიექტივში ფოცხვერი მოხვდა