„სწორხაზოვნება და აჩემებული ნარატივი თანამოაზრესაც დაუფიქრებლად გაგაწირინებს“ – ნატო ჩხეიძე პაატა ბურჭულაძის სანქტ-პეტერბუგრში სიმღერაზე

დეპუტატი ნატო ჩხეიძე პაატა ბურჭულაძის სანქტ-პეტერბურგის საოპერო სცენაზე გამოსვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
სერიიდან: ის, რაც ხდება – „იმედი ტვ“-მ რაც და როგორც თქვა, სწორედ ისე და იმნაირი რომ მოვისმინე „რ2“- ში, არ გამკვირვებოდა? პაატა ბურჭულაძის სიმღერის შესახებ მოგახსენებთ.
„იმედმა“ თქვა: ბურჭულაძემ პუტინს უმღერაო…
„რ2“-მაც სწორედ ასე თქვა: ბურჭულაძემ პუტინს უმღერაო.
და „რ2“-ს რომ ეთქვა: ბურჭულაძემ პუტინს ქართულ სიმღერაზე ტაში აკვრევინაო, მათგან სწორი ინფორმაცია არ იქნებოდა თუ რა?!
არადა, „იმედივით“ თქვა.
არადა , „რ2“- ს „იმედივით“ რად უნდა ეთქვა?..
ზოგადად, თითქოს რადიკალურად განსხვავდება „იმედი“ და „რ2“ და კონკრეტულად კი ასე, ტყუპისცალივით მსგავსი და ალი-კვალი რად იყო ბურჭულაძის ნამღერის შეფასება?
როგორც ჩანს, სწორხაზოვნება და აჩემებული ნარატივი თანამოაზრესაც დაუფიქრებლად გაგაწირინებს.
აბა, სხვა რაა?..“

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, რომელიც მალე მწარედ მოხვდებათ ცხვირში“ – უგულავა კირკიტაძის დაკავებაზე
შემდეგი სტატია„30 ადგილიან სხდომათა დარბაზში, 10 სუს-ის თანამშრომელი იყო” – ნიკა მელია