„სწორია ხაზარაძემ ივანიშვილს საპასუხო პოლიტიკური ცეცხლი რომ გაუხსნა საჯაროდ“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ ივანიშვილისთვის პოლიტიკური ცეცხლის გახსნით სწორი ნაბიჯი გადადგა:

„120 მილიონის სესხი სამ მილიონად არ ჩამოაწერინა ხაზარაძეს? რა, სალომე ზურაბიშვილს ძალდატანებით მხარი არ დააჭერინა მეორე ტურში? რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? საერთოდ ეჭვი არ მეპარბოდა, რომ ეს წერილი არსებობდა, იმის ილუზია არც მქონდა, რომ ხელს მოაწერდა, თან ორნაირად, გარკვევით და გაკვრით გახარია და ისე გაუგზავნიდა ბატონ ხაზარაძეს, ვნახავთ როგორი ტიპის წერილია, მაგრამ ეს შეტყობინება მისული რომ არის ხაზარაძესთან, ამაში ეჭვი არ მეპარება. რომც არ იყოს, ისედაც ნათელია რა ხდება და ხაზარაძეს ვერ დავსწამებთ ცილს, რომ იგი რაღაცებს იგონებს. არც აქვს მოსაგონებელი არაფერი, ვინაიდან უამრავი დანაშაული იქნა მის წინაშე ჩადენილი და გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად სასიამოვნო იყო გუშინ, როდესაც მან მოინანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ბიძინა ივანიშვილთან, სადაც საქმე, როგორც ქურდმა ისე გაურჩია ბიძნა ივანიშვილმა და რაზეც მეც ვსაუბრობდი, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილის თამაშის ამ წესებს იღებ, ის ამით უფრო კადნიერდება და მეტს ითხოვს სხვებისგან. საპასუხო პოლიტიკური ცეცხლი რომ გაუხსნა საჯაროდ, ეს არის ძალიან სწორი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, წერილი მას მიაწოდა შუამავალმა” – პროკურორი
შემდეგი სტატიასამედიცინო დაწესებულებები ყალბი დოკუმენტაციით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებენ – დავით სერგეენკო