“სწორი ვერსია: პუტინი საქართველოს თავს არ დასხმია რიტორიკის გამო,” – ვოლკერი განცხადებას ავრცელებს

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, უკრაინულ გამოცემაში “ევროპეისკაია პრავდა” სტატიის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი, კურტ ვოლკერი, ტვიტერის პერსონალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„სწორი ვერსიაა: პუტინი საქართველოს თავს არ დასხმია რიტორიკის გამო. მას უნდოდა დაებლოკა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია.

სიმართლეა: ის რიტორიკით გაბრაზდა, თუმცა რუსულ აგრესიას თავისი, საკუთარი მიზეზები ჰქონდა.”

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა გამოცემამ “ევროპეისკაია პრავდამ” გუშინ გაავრცელა ინტერვიუ, სადაც ამერიკელმა დიპლომატმა, საქართველო-რუსეთის ომის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მედიასაშუალებამ, რამდენიმე საათის შემდეგ სტატიაში შესწორება შეიტანა.

 

წყარო: ამერიკის ხმა
banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ზუგდიდში აუდიტის მიერ გამოვლენილ ხარვეზებზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: “საელჩოები გადაიქცა ჩამოწერილი პოლიტიკოსების თავშესაფრად