“სწორი სინონიმი მოუნახა კობახიძემ გვარამიას… ფაშისტური იყო რაც გააკეთა” – ივანიშვილს კობახიძის ფრაზეოლოგია მოსწონს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებს მიმართავდა და განაცხადა, რომ გვარამის განცხადება „მართლაც ფაშისტური იყო“:
„ახლახან იყო, ქალბატონი სალომე ქსენოფობიაში დაადანაშაულეს, ქალბატონი რომელიც არის გაზრდილი ევროპაში, ის ძველი ქართულით საუბრობს, რაც ჩემთვის დიდ ხიბლს წარმოადგენს, მთელი პეტიცია გამოცხვეს, რომ თურმე ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს. სამი დღე დაველოდეთ, მეც ვმონაწილეობდი პიარში, სამი დღე დაელოდნენ ქართული ოცნების შტაბიდან არასამთავრობოებს, როდესაც გვარამიამ საშინელი განცხადებები და მუქარა გაუგზავნა ქალბატონ სალომეს, ამას კობახიძემ უპასუხა, რომ ფაშისტური გამონათქვამი იყო, მან სწორი სინონიმი მოუნახა გვარამიას გამონათქვამს, ფაშისტური იყო გამონათქვამი, რაც გააკეთა გვარამიამ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთხი წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაცესკოს ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ