“მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!“ – მინდა, ამ სიმბოლური ტექსტით სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.
ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, “მეგობრებო”. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ყოველთვის ასე იქნება.
თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ, ჩემი რჩევაა – სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია”. – რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
8 მსახიობმა ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დატოვა.
ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.
მანამდე, 19 თებერვალს სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის გადაღებისთვის ჩამოხსნეს, რასაც მსახიობების პროტესტი მოჰყვა და ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადზე დააბრუნეს















