“სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი შეიზღუდება პარლამენტში შემოსვლა“ – გიორგი ვოლსკი

“სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი შეიზღუდება პარლამენტში შემოსვლა“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იმ გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც, დღეს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეიზღუდება.

„შემოვარდნები, განხილვების დროს, სასტვენების შეძახილები. პარლამენტს რაც არ უხდება და არ ახასიათებს, რასაკვირველია, არ უნდა იყოს დაშვებული. აქვს ამის დისკრეცია და უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი შეიზღუდება პარლამენტში შემოსვლა“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო პარლამენტის შენობაში საშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული. მათი თქმით, ამ ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა.

banner
წინა სტატიაში“ფორსაჟის” გადაღების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატია“ადამიანი გაწირეს და რუსეთს გადასცეს მოსაკლავად” – ხოშტარია ახიადოვზე