სწორ გზას ვინც გადაუხვევს, ბიძინასთანაც დამარცხდება და ხალხთანაც – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და აქტივისტი ვახო სანაია “ლელოს” გადაწყვეტილებას ეხმიანება და წერს, რომ ბრძოლის ერთადერთი გზა პროტესტზე გადის:

“დარწმუნებული ვარ, ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა პროტესტზე გადის. და დარწმუნებული ვარ, ეს გზა მიგვიყვანს შედეგამდე. და ეს რწმენა სულ უფრო მიძლიერდება, რაც უფრო მეტ დაბრკოლებას ვაწყდებით წინ. რეჟიმი ზუსტად იმიტომ აგებს დაბრკოლებებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. არასწორი გზით რომ ვმოძრაობდეთ, არავინ დაგვახვედრებდა ბარიერებს.

იცის დიქტატორმა, რომ გზას, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, პირდაპირ მის სასახლემდე მივყავართ.

არ შეიძლება ამ გზიდან გადახვევა. ვინც გადაუხვევს, ის დამარცხდება ბიძინასთანაც და, რაც მთავარია, ხალხთან, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებლად დაამარცხებს ბიძინას”, – წერს ვახო სანაია.

არჩევნებში მონაწილეობა შეცდომაა! – გიორგი უშიკიშვილი

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში მონაწილეობა შეცდომაა! – გიორგი უშიკიშვილი
შემდეგი სტატიარატი ამაღლობელი: ძალიან სამწუხაროა “ლელოს” ამბავი, როგორც ჩანს პარტიულმა იდენტობამ გადაწონა ეროვნული წინააღმდეგობის საერთო პრინციპი