სტრუქტურული ცვლილებების მიზანი უფრო მოქნილი და ეფექტიანი მთავრობა იყო – კვირიკაშვილი

დარწმუნებული ვარ, ცვლილებების შედეგს მომავალში არაერთხელ დავინახავთ, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პირველ სხდომაზე.

კვირიკაშვილმა ახლად დანიშნულ მინისტრებს მანდატების მიღება მიულოცა.

“მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი. პირველის სხდომაა განახლებულ ფორმატში და განახლებული შემადგენლობით. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. გილოცავთ ახალ მანდატს და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ამ ცვლილებების მიზანი იყო უფრო მოქნილი და ეფქტიანი მთავრობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ“, – განაცვხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობაში განხორციელეული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე სამინისტროს შერწყმა-გაერთიანება მოხდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი შუერთდა და მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროში გადავიდა. გარემოს დაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერთიანდა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს კი ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შევიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო აღარ იარსებებს.

გარდა ამისა, მთავრობის ფარგლებში აღარ იარსებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი დააკავა
შემდეგი სტატიაპრემიერი : კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება ჩვენი მთავრობისთვის სტრატეგიული ხაზი