“სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება

“ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში რწმენისა და მორალის სახელით, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, არბევენ ოფისებს – ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავის მოვალეობა, უზრუნველყოს კონსტიტუციის წინაშე ყველას თანასწორობა და წესრიგი, ის ვერ სცდება თავის ვიწროპარტიულ დღის წესრიგს და თავად ახალისებს, აორგანიზებს ამ ძალადობას.

მეგობრებო, ქრისტიანობა უპირველესად სიყვარულის და მიტევების რელიგიაა და არა განსხვავებულის, სუსტის ჩაგვრის და ქვებით ჩაქოლვის.
ყველამ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ქვეყანა ჰიბრიდული ბრძოლის ასპარეზიდან არ გადავაქციოთ რეალური ფიზიკური ბრძოლის ასპარეზად” – სტრატეგია აღმაშენებელი

banner
წინა სტატიაშისიძულვილის ჯგუფები რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიამოძალადეებმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ფოტოგრაფი სცემეს