„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ცესკოს-თან ჩალა მიიტანა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ჩალა მიიტანა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის ერთ-ერთი წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, რაც ახლა ცესკო-ში სხდომაზე ხდება, მორიგი მცდელობაა იმისა, რომ ქვეყანა ჩალით გადახურონ.

„აქცია-პერფომანსი სიმბოლურია, აქ მოვიტანეთ ჩალა იმის ნიშნად, რომ ცესკო-ს შენობაში ახლა რაც ხდება, არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩალით გადახურონ და ბიძინა ივანიშვილის ფანჩატურად აქციონ. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას მართავს. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე კომისიის წევრებმა 22 საკითხზე უნდა იმსჯელონ.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს მუნიციპალიტეტში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ, 24 საათიანი პროტესტი გრძელდება
შემდეგი სტატიამცხეთა- მთიანეთის გუბერნატორი: მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირი რამდენიმე დღეა ცდილობს და ვერ ახერხებს სამედიცინო დახმარების მიღებას – ტყუილი აღმოჩნდა