„სტრატეგია აღმაშენებელი” – ვგმობთ კარლ ჰარცელის მისამართით „ქართული ოცნების” დაუმსახურებელ თავდასხმას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.

ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გმობს და კარლ ჰარცელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი” ვგმობთ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მისამართით „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაუმსახურებელ თავდასხმას. მადლობას ვუხდით ბატონ ჰარცელს 4-წლიანი გაწეული სამსახურისთვის და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას. ის არის საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი და გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვოთ წარმატებები. საქართველო არასდროს ივიწყებს ნამდვილ მეგობრებს!” – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას პატიმრობის გახანგრძლივება და სასამართლო პროცესის გადადება მიუღებელია – ლექსმანი
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – ჩვენ საქართველოში არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე