12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

„სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებს

ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფაქტი არის პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიებისა და ავტორიტარული მეთოდების მორიგი თვალსაჩინო გამოვლინება.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

მედიაში გაჟღერებულ განცხადებებზე დაყრდნობით მძიმე ბრალდებების შეთხზვა და პოლიტიკოსის დაპატიმრება წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს, რომლის ერთადერთი მიზანი ოპოზიციური სპექტრის შეზღუდვა და კრიტიკული ხმის ჩახშობაა”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატია17 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი: როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის აღნიშნულს