“სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არ დაესწრებიან 26 ივლისის პლენარულ სხდომას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისივე თქმით, კომისიის მიმართ ნდობა არ აქვთ.

„რა თქმა უნდა, არ დავესწრებით, რადგან არანაირი ნდობა არ იყო ამ კომისიისადმი და ახლა ბოლო სხდომა იქნება თუ ბოლოს წინა სხდომა, ვერ ვხედავთ აზრს ამაზე დასწრების. ჯერ კიდევ ნოემბრიდან მოყოლებული, არც ერთი ჩვენი საჩივარი, არაფერზე რეაგირება არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველასთვის ნაცნობი კადრები, როდესაც „ოცნების“ კომისიის წევრები ბიულეტენებს ყრიდნენ, გამოძიებული ან ვინმე დაკითხულია? რა თქმა უნდა, არა, შესაბამისად, რა ნდობა ან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი კომისიისგან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს კომისია შექმნილია კომისიისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, არაფერ რეალურ დარღვევაზე არ ისაუბრებს”
შემდეგი სტატიათავდასხმა ხატია დეკანოიძეზე- მამაკაცს ჯარიმა ან 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება