სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი ვადის გახანგრძლივება ძალიან საეჭვო ნაბიჯია

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი ვადის გახანგრძლივებას საეჭვო ნაბიჯად აფასებს.

„ეს გადაწყვეტილება არღვევს მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, პირველ აპრილამდე უკვე ახალი სია უნდა გადაგზავნილიყო სტრასბურგში. არ გამოვრიცხავ, რომ ის კანდიდატურები, რომლებიც შემოვიდა, ხელისუფლებისთვის გარკვეულ პრობლემას აჩენდა, ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ვადა გაახანგრძლივონ და ბევრმა სხვა კანდიდატმაც შეიტანოს თავისი განაცხადი. თუმცა სპეკულაციებს ვერ დავიწყებ, ფაქტია, რომ ვადა ერთი თვით არის გაგრძელებული“, – განაცხადა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლების შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა. საბუთებისა და განაცხადების მიღება თავდაპირველად 2017 წლის 14 მარტამდე განისაზღვრა, თუმცა შემდეგ ვადა 13 აპრილამდე იქნა გაგრძელებული.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია საკანონმდებლო ცვლილებებს იწყებს
შემდეგი სტატიადიმა ობოლაძე რუსთავი 2-დან TV იმედში გადადის