სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები უკვე მესამედ ჩავარდა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი იყვნენ გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარის, პაატა დავითაიას, თქმით, არაკვალიფიციურობა დასახელდა მოსამართლეების არარჩევის მიზეზად.

პაატა დავითაია არაკვალიფიციურობასთან ერთად პოლიტიკურ ზემოქმედების მიზეზსაც ასახელებს. მისი თქმით, პოლიტიკური ზემოქმედება იკვეთება, რადგან დავოსის ფორუმზე პრემიერი პეტრო პოროშენკოს ამ საკითხზე ესაუბრა და მოსამართლეთა მხარდაჭერა უკრაინას სთხოვა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძის თქმით, ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

ყოფილ მოსამართლესა მოქმედების ვადა 17 იანვარს ამოეწურა, თუმცა მოვალეობის შემსრულებლად ახალი მოსამართლის დანიშვნამდე დარჩება.

ოფიციალური ინფორმაცია მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით ხვალ გავრცელდება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში – მთავრობა ეპპ-ის პრეზიდენტს პასუხობს
შემდეგი სტატიაგია ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ