სტრასბურგში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი დააკავეს

სტრასბურგში 18 წლის ჩეჩენი დააკავეს, რომელიც ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. დაკავება 18 სექტემბერს მოხდა, მაგრამ მედიისთვის მხოლოდ 26 სექტემბერს გახდა ცნობილი. დაკავებული ბრალდებას, თითქოს ის რადიკალური ისლამის მომხრეა, უარყოფს. მან აღიარა, რომ ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” შესახებ ინფორმაციას ეძებდა, თუმცა, თქვა, რომ მიზანი მხოლოდ გაცნობა იყო. დაკავებულს აბდულ მალიკ ანაევი ქვია და ის აბდულა ჰაკიმ ანაევის ძმაა, რომელიც 2018 წლის 12 მაისს პარიზის ცენტრში თავდასხმის საქმეზე დააპატიმრეს, რომლის დროსაც ერთი პირი გარდაიცვალა და ათამდე დანით დაჭრეს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაში,,კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს, შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი – კარავი, ბალიშები”
შემდეგი სტატია,,ვანო მერაბიშვილს ის სამედიცინო მომსახურება არ აქვს, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს”