სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა

სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. დაშავებულია 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, France Presse-ი ავრცელებს. BBC-ი კი დაუდასტურებელი ცნობებით, სამი დაღუპულის შესახებ იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება შეისწავლის.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გახდა. როგორც უკვე ცნობილია, სამართალდამცავმა უწყებამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა და მისი სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილი კი პოლიციას აქვს დაკავებული.

 

https://youtu.be/FxCVbvlMWx8

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ვენესუელაში ორი სტრატეგიული რაკეტამზიდი-ბომბდამშენი გააგზავნა
შემდეგი სტატია“ახლა საქართველოში გაცილებით მეტი ნატოა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა” – აპატურაი საქართველოშია