სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე, დებატები გაიმართა თემაზე: „სუროგაციის მეთოდით გაჩენილი ბავშვების უფლებები“, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე.

როგორც მან აღნიშნა, სუროგაციის თემა არის საკმაოდ სენსიტიური. „ერთი მხრივ, სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა შესაძლებლობა იმისა, რომ ოჯახებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან რიგი ფსიქოლოგიური გარემოებათა გამო, ბავშვის გაჩენა არ შეეძლოთ, სუროგაციის გამოყენებით იყოლიონ თავისი ბიოლოგიური შვილი. მეორე მხრივ, არაკეთილსინდისიერი ადამიანების მიერ, სუროგაცია შესაძლოა გამოყენებული იქნას უკანონო გამდიდრებისთვის, ქალთა ექსპლუატაციისთვის. განსაკუთრებით კი, ეკონომიკურად შეჭირვებულ სოციალურ ჯგუფებში“, – აღნიშნა დეპუტატმა თავისი გამოსვლისას. მისი თქმით, მწვავედ დგას ეს საკითხი გარკვეული რელიგიური მსოფლმხედველობიდან გამომდინარეც.

„ევროპის საბჭოს რიგ ქვეყნებში გარკვეულწილად დარეგულირებულია სუროგაციის საკითხი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილ ბავშვებს, ყველა ქვეყანაში, ჰქონდეთ იგივე უფლებები, რაც აქვს ყველა ბავშვს“- აღნიშნა უგული მაღრაძემ.

იგი მიესალმა მომხსენებლის, პეტრა შუტერის მიერ, აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობის წამოჭრას. „რადგან სუროგაცია არსებობს და ის უამრავ ადამიანს აბედნიერებს, იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ჰყავდეთ ბიოლოგიური შვილი, მისი მთლიანად აკრძალვა სავარაუდოდ შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნა გამომსვლელმა.

მისი თქმით, პირველ რიგში დაცული უნდა იყოს სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები და მათი უფლებები ასევე, როგორც სუროგატი დედის, ისე სუროგაციით გაჩენილი ბავშვის მშობლების უფლებები. აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე პლენუმის განახლებული შემადგენლობა დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაშსს-მ 150 შეკვრად დაფასოებული „ბიო“ ამოიღო