სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლის ლადო ჭანტურიას ბიოგრაფიული ლექსიკონი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 21:25

სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლის  ლადო ჭანტურიას ბიოგრაფიული ლექსიკონი

ლადო ჭანტურია- ბიოგრაფიული ლექსიკონი

დაბადების თარიღი: 14 აპრილი, 1963 (54 წლის)
კატეგორია: თანამდებობის პირი, იურისტი

დაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი, ქალაქი ჯვარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს.

1986-1989წწ. სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1985-1990წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი; 1990-1995წწ. დოცენტი; 1995-1997წწ. პროფესორი; 1993-1996წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი; 1998-1999წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1999-2004წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; 1991-1996წწ. მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში; 1993-1994წწ. მისი თანაავტორობით მომზადდა კანონი მეწარმეთა შესახებ; 1993-1996წწ. იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში; 1996 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში; 2004-2006წწ. ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სამეცნიერო სტიპენდიატი მაქს-პლანკის სახელობის კერძო სამართლის ინსტიტუტში(ჰამბურგი); 2006-2009წწ. პროექტის “კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა კერძო სამართალი” ხელმძღვანელი ბრემენის უნივერსიტეტში; 2009-2011წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების უფროსი მრჩეველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სამართლის რეფორმის პროექტში; 2011-2013წწ. კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი(გერმანია); 2014 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ას ოთხმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულ ენებზე.

სადოქტორო დისერტაციის თემა – “უძრავი ნივთების საკუთრება. შედარებითი სამართლებრივი ანალიზი გერმანული სამართლის მაგალითზე”, დაიცვა 1994 წელს.

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (1993-2004)
საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისია, წევრი (1992-1995)
საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორისი კომისია, თავმჯდომარე (2001-2003)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2013 – კილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი(გერმანია)
2012 – დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
2009 – ჟურნალი “იურისტი”(ყაზახეთი), პრიზი “საუკეთესო ავტორს”
2006 – გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, სახელმწიფოს წინაშე დამსახურების ჯვრით (“Das Grosse Bundesverdienstkreuz”)
2004 – აშშ-ის იურისტთა ასოციაციის პრიზი, 2003 წლის რეფორმატორის წოდება
1996 – ჯორჯ შულცის პრემია, ახალგაზრდა მეცნიერთათვის
ბიბლიოგრაფია
სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი (ავტორი). – თბილისი, სამართალი, 2011. – 476გვ.. – ISBN: 978-9941-9157-3-4
კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში = Corporate Governance und Leiterhaftung im Gesellschaftsrecht (ავტორი). – თბილისი, სამართალი, 2006. – 527გვ.. – ISBN: 99940-807-7-6
შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში : დამხმ. სახელმძღვ. იურიდ. ფაკ. სტუდ (ავტორი). – თბილისი, სამართალი, 1997. – 434გვ.
მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები (ავტორი). – თბილისი, ნორმა, 1996. – 330გვ.
უძრავი ნივთების საკუთრება : შედარებითი სამართლებრივი კვლევა (გერმ. სამართლის მაგალითზე) (ავტორი). – თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1994. – 268გვ.. – ISBN: 5-511-00614-9

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 10, 2017 21:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics