11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

სტრასბურგმა აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ საქმეზე – “გიორგი მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოიტანა.

გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 8 მარტს დააკავეს, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს. აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა ადამიანების მიმართ პოლიციელების სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და პოლიციას მოუწოდებდა, არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე, რა დროსაც ის დააკავეს.

გიორგი მექვაბიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავეს.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე იურისტი გიორგი ბურჯანაძე წერს და განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მსჯავრდებას მხოლოდ პოლიციელის ჩვენება დაედო.

ასევე, ის ამბობს, რომ დადგინდა შეკრების თავისუფლების დარღვევა, რადგან არსად ჩანდა გიორგი მექვაბიშვილის საქმეში, რომ ის მანიფესტაციის რამე წესს არღვევდა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი სასამართლოს – ნანა სანდერი შიმშილობას იწყებს
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს აჩვენოს, რომ ყაველაშვილს ძალაუფლება აქვს