სტრასბურგისთვის ეს ანგარიში გადამწყვეტი თუ არა, უმაღლესი მნიშვნელობის იქნება – ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს სახდეპის ანგარიში გააცნო

“სტრასბურგისთვის ეს ანგარიში გადამწყვეტი თუ არა, უმაღლესი მნიშვნელობის იქნება” – ამის შესახებ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ ნიკა გვარამიამ ისაუბრა, სადაც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო დეპრტამენტის ანგარიში გააცნო.

მიხეილ სააკაშვილს გავაცანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, მისი ნაწილი პირველ რიგში, რა თქმა უნდა. თქვენ იცით, რომ უკვე განაცხადია, როდესაც წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის თავშია ადამიანის შესახებ ინფორმაცია მოქცეული. პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილს ეხება მხოლოდ მთელი ეს თავი. ბუნებრივია, რომ ამგვარი დასკვნა არის რეალურად განაჩენი სასამართლო სისტემისთვის, პროკურატურისა და ხელისუფლებისთვის და ის ამას უნდა ხვდებოდეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, მე მგონია, რომ ისედაც უკვე სრულიად ცივილიზებული სამყაროსთვის ნათელია რას შვრება “ქართული ოცნება”. ამის შემდეგ კიდევ თუ არ დაიძრა საკითხები, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ, დღეს გახმოვანდა კიდეც “ქართული ოცნების” მხრიდან, ისინი რეალურად ამ დასკვნას უყურებენ როგორც რაღაც დასკვნას და სასაცილო იყო, რომ მტკიცებულებები მოსთხოვეს. და ვის მოსთხოვეს ხო არ იცით მტკიცებულებები, ეს დასკვნა წარადგინა ენტონი ბლინკენმა, სახელმწიფო მდივანმა და ალბათ მას სთხოვენ უკვე მტკიცებულებებს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, არამხოლოდ სააკაშვილზე.

სირცხვილია, თავის მოჭრაა, უმეცრება და თავხედობაა ძალიან დიდი და მე არ ვიცი, ასეთი ხელსუფლებები საერთაშორისო ურთიერთობებში ვერ ძლებენ და საერთაშორისო ურთიერთობებით ვერ გადავწყვეტთ ოღონდ ამ ხელისუფლების გაშვებას. ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, ოღონდ ეს უნდა გადაწყვიტოს მანამდე, ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს. ჯერ კიდევ ამისი დრო არის…

ჩემი აზრით, ეს დოკუმენტი სტრტასბურგისთვის გადამწყვეტი თუ არა, უმაღლესი მნიშვნელობის იქნება აუცილებლად. მინდა გავახსენო ყველას რუსთავი 2-ის საქმე, როდესაც ეს მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასევე გავრცელდა ევროკავშირისა და ამერიკის ელჩის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მაშინ ყველა ვითარებაში გავიმარჯვეთ ისე, რომ არავინ ელოდა. მოგვიანებით უკვე შეიცვალა ვითარება და სხვანაირად იქნა ეს ასახული მაგრამ ეს ის სიტუაცია არ არის… ეს არც რიგითი პოლიტპატიმარია, ეს არის წამების შემთხვევა – პოლიტიკური დევნის საფუძველზე დაკავება ერთია, მაგრამ წამება არის მეორე და ამასთან დაკავშირებით პასუხი მოეთხოვება აუცილებლად და ყველას, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიმორგები სავსეა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებით, გარკვეულ უბნებში გვამები ქუჩებში რჩება – დენისოვა
შემდეგი სტატიახელისუფლება ბლინკენს სთხოვს მტკიცებულებებს?! – სირცხვილია, თავის მოჭრაა, უმეცრებაა და თავხედობა ძალიან დიდი – ნიკა გვარამია