სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტსაც ჰქონდა-კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი2-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი იყო გავლენის ქვეშ მიღებული. კობახიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა სხვა პოლიტიკოსებთან ერთად პრეზიდენტსაც ჰქონდა.

“იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა”,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ, 12:00 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება
შემდეგი სტატიაე.წ. ჭიაკოკონობაზე ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება