“სტრასბურგის სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა ადვილი არ არის”- ომბუდსმენი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს

სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რ2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ნანაუაშვილის თქმით პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ მსგავსი ტიპის განცხადებებს:
უჩა ნანუაშვილი განმარტებას აკეთებს სტრასბურგში სახალხო დამცველის აპარატის მიერ გადაგზავნილ მასალაზეც და აცხადებს, რომ მისი ყველა პუნქტი არგუმენტირებული იყო.

„ადვილი არ არის ზეგავლენის მოხდენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა იღებს დამოუკიდებლად.

ჩვენ ვსწავლობდით საქმეს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილების ჩაბარების პროცედურები დარღვევებით წარიმართა. ასევე უზენაესი სასამართლოს ზეპირი განხილვა საქმის ჩვენი აზრით, არ იყო გამართლებული,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის თქმით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და ამიტომ შეაჩერა რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

banner
წინა სტატიაშისუს-ი დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი : “მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება”