სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად, ახალი კონკურსი გამოცხადდა

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. მსურველებიდან სამ კანდიდატს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, შემდეგ კი ამ სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაამტკიცებს.

„ევროსაბჭოს საკმაოდ დეტალური რეგულაციები აქვს კონკურსის და კანდიდატების შერჩევის წესებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება ამჯერად. ფაქტია, რომ ჩვენ ხელახლა ვატარებთ ამ კონკურსს და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი წარიმართოს ისე, რომ სამი შეთავაზებული კანდიდატიდან ევროსაბჭომ აარჩიოს ერთ-ერთ კანდიდატურამ,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს იყო სამარცხვინო პროცესი და ეს იყო სირცხვილი, იუსტიციის მინისტრის, იუსტიციის სამინისტროსი და ზოგადად ივანიშვილის ხელისუფლების როდესაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის უარი უთხრეს ჩვენს მიერ წარდგენილ კანდიდატურებს. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური ყურადღება ამ პროცესზე, რომ მეორეჯერ მსგავსი პრობლემას არ შეექმნას ქვეყანა,“-აცხადებს აკაკი მინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს მოსამართლეების კანდიდატებად წარდგენილი ჰყავდა: ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე. თუმცა, მათი დამტკიცება არ მოხდა, სწორედ ამან გამოიწვია ახალი კონკურსის ჩატარების აუცილებლობა.

banner
წინა სტატიაში„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების ანექსიის პოლიტიკას“ – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს