“სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო გამოდიოდა მთავრობის სახელით, შესაბამისად, ერთ-ერთი მხარე იყო სახელმწიფო” – ბესელია

სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო გამოდიოდა მთავრობის სახელით, შესაბამისად, ერთ-ერთი მხარე იყო სახელმწიფო – ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ, პარლამენტის წინ მიმდინარე გადაცემაში, სახელწოდებით “სირცხვილია” გააკეთა. ბესელიას განცხადებით 2-ის ბედისწერაა, რომ მუდმივი ჭიდილი და დავა ხდება ამ ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად და ყველა ხელისუფლებას უჩნდება სურვილი, ვინც მოდის, რომ ტელევიზია აკონტროლოს.

“მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მთავარი ამ საბედისწერო საქმეში, რომელიც არ დამთავრებულა და, ალბათ, კარგა ხანს არ დამთავრდება. ეს რუსთავი 2-ის ბედისწერაა, რომ მუდმივი ჭიდილი და დავა ხდება ამ ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად და ყველა ხელისუფლებას უჩნდება სურვილი, ვინც მოდის, რომ ტელევიზია აკონტროლოს. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივედით იმ სტანდარტამდე, როდესაც შეგიძლია თქვა, რომ არსებობდეს მედია, რომელსაც არ აკონტროლებ. არსებობდეს სასამართლო, რომელსაც არ აკონტროლებ. მთავარი არ არის სახელი და გვარი, ვინ დგას ამ ტელევიზიის უკან. მთავარი არის შინაარსი იმიტომ, რომ იმ სახელსა და გვარში ჩანს განზრახვა, რა უნდა კონკრეტულად ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს. მე მაინც მგონია, რომ რაც ახლა ამ ტელევიზიის ირგვლივ ხდება, ეს დაუსრულებელი დავა სამართლიანობისთვის, მთავარი არის დღეს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ტელევიზიაში მუშაობენ, მიეცეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, ჩარევის გარეშე და კონტროლის გარეშე საზოგადოებას უთხრან სიმართლე. ეს გააკეთონ ეთიკურად. ეს გააკეთონ მიუკერძოებლად. ეს გააკეთონ დამოუკიდებლად. ესაა მთავარი. სახელი რა ერქმევა მის პატრონს, აქვს შეიძლება, ამას მნიშვნელობა და მე ვისურვებდი, რომ ეს არხი იყოს დამოუკიდებელი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, მაგრამ მთავარი არის შინაარსი. აი, ეს უნდა დავიცვათ ყველამ.” – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო” – ოქრუაშვილი
შემდეგი სტატიაანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა