სტრასბურგის სასამართლოში, რუსული კანონის საქმეზე, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე მედიის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Media Defence-მა მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა.

“Media Defence-ის პოზიციის მიხედვით, “რუსული კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვები ხელს უშლის მედიებისა და ჟურნალისტების საჯარო დებატებში ჩართვას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გაგრძელებას, იწვევს მათ სტიგმატიზებას და აქვს მსუსხავი ეფექტი.

Media Defence-ის შეფასებით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული”. – წერია საია-ს განცხადებაში.

საია-ს ცნობით, Media Defence-ის შეფასებით, რუსული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის ასპექტი ასევე, თითქმის დარწმუნებით ნიშნავს ჟურნალისტურ წყაროებთან ურთიერთობის წესის ცვლილებას. კანონმდებლობის შეუსრულებლობისთვის სანქციების დაწესების რისკის გამო, სარედაქციო ავტონომია ირღვევა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ყველაზე ჭკვიანები გახარიას პარტიაში გამოდგნენ, მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო
შემდეგი სტატიაCome on! რაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ისევ ვერ ხვდებით, სად ვართ? – ზურა ჯაფარიძის წერილი ციხიდან