“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უპირველესი დასტურია, რომ საქართველომ თავისი პოზიციის დაცვა გააგრძელოს”

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი და უპირველესი დასტურია იმის, რომ საქართველოს მომავალში სერიოზული ბერკეტი აქვს, რომ დავა და თავისი პოზიციის დაცვა გააგრძელოს. რასაკვირველია, ამ პოზიციას საერთაშორისო დონეზე ვერავინ განუდგება, ვერც პარტნიორი ქვეყნები გაატარებენ ამ თემას უყურადღებოდ და ეს ყველასთვის იქნება სამაგალითო. საქართველოს ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი არ ჰქონია. რუსეთისგან, ოკუპანტი ქვეყნისგან რას უნდა ელოდო, საკმაოდ დესტრუქციული მოქმედებების გარდა? ამას ემატება მისი ინტერესები, შექმნას ალტერნატიული დერეფანი, ასევე სამხედრო სტრატეგიული ინტერესები, რომელიც რეგიონში გააჩნია, თუმცა ამ ინტერესების დაპირისპირებისას საქართველოს პოზიციები უფრო გაძლიერებულია, რისთვისაც რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფასს უკვე დიდი ხანია იხდის. ამ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ უკუსვლა არ ექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ეს საერთო გამარჯვებაა!
შემდეგი სტატიაცალსახაა, ეს ორი ადამიანი ეწირება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს – თარხნიშვილი კარტოგრაფების საქმეზე