“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე მხოლოდ და მხოლოდ “პოლიტიკური შურისძიებაა” – გიგა ფარულავა

“გახარია საქართველოსთვის” პარტიაში ამბობენ, რომ 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია და ეს გუშინ სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

შესაბამისად, გახარიას გუნდის წევრი, გიგა ფარულავა სვამს კითხვას – “ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების დავალება?!

“ოცნების” ყოფილი მინისტრის თანაგუნდელის თქმით, პროკურატურის ბრალის დადგენილებაშიც წერია, რომ გახარიამ, მას შემდეგ შეიტყო რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, როდესაც უკვე დაიწყო აღნიშნული ტყვიების გამოყენება.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე მხოლოდ და მხოლოდ “პოლიტიკური შურისძიებაა” – ამბობს ფარულავა.

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძანების გაცემა არ ყოფილა არც გიორგი გახარიას და არც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების მიერ გაცემული. ეს ბუნებრივია უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიების განხილვის საკითხი და დასადგენი, რასაც სჭირდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და არა ის, რასაც დღეს “ოცნება” აწარმოებს. ბრალის დადგენილებაშიც წერია, რომ გახარიამ, მაშინ როდესაც უკვე დაიწყო ე.წ. რეზინსი ტყვიების გამოყენება, შემდეგ შეიტყო ამის შესახებ, შესაბამისად, ჩვენ უკვე სამართლებრივ ჭრილში, ბუნებრივია, დაცვის მხარეს ექნება შესაბამისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები”, – ამბობს გიგა ფარულავა.

“ოცნებაში” კი ამბობენ, რომ მხოლოდ გიორგი გახარიას შეეძლო გაეცა რეზინის ტყვიების გამოყენებსი ბრძანება და სხვას არავის.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო ერთადერთი პირი, რომელსაც შეეძლო გაეცა და რომელმაც გასცა ბრძანება ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამაზე არის საქართველოს სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ და ნაცვლად იმისა, რომ ბრიუსელში თბილად იმალებოდეს და იღებდეს ევროპულ დაფინანსებას, მათ შორის გერმანიის მხრიდან, აი ეს გერმანიის ელჩი რომ გაურბის და პროპაგანდაში ადანაშაულებს ვიღაც-ვიღაცებს, გასცეს პასუხი, რატომ იფარებენ ბრალდებულ გიორგი გახარიას, რომელიც ისროდა ამ ტყვიებს და თვალებს თხრიდა საკუთარ მოქალაქეებს.

უკანონობსი ნაწილში, სადაც დარღვევა ფიქსირდება, რომ ეს ძალა იყო არაპროპორციული, მათ შორის, ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანების საფუძველზე. ზაფხულში გამოძიება სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობდა და სწორედ ამ საკითხზე დაიწყო გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრვიი დევნა”, – ამბობს ლევან მახაშვილი.

დღეს ასევე კობახიძემ აშხაბადიდან თქვა, რომ 20 ივნისთანთან დაკავშირებით, მაშინდელ ხელმძღვანელ პირებთან კითხვები “ოცნებასაც” აქვს.

banner
წინა სტატიაში“კობახიძე და მთელი “ოცნება” აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს” – მამა დოროთე კობახიძესა და პუტინის ერთად გამოჩენას ეხმაურება
შემდეგი სტატიათიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა