სტრასბურგის სასამართლომ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის საქმე წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

“პირველი რთული ეტაპი დაძლეულია წარმატებით! უმოკლეს ვადაში სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი საჩივარი წარმოებაში მიიღო და ანდრო ჭიჭინაძის საქმის განხილვა დაიწყო! გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან”, – წერს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს ოლიგარქის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. რეჟიმის პატიმრები: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშიდიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეთა კლანის წევრებს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიადასჯილი წალენჯიხა-კობახიძის განკარგულებით წალენჯიხაში არ უთოვია – ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო არ გაიცემა