სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას სილა გაულაწუნა სახეში – ნიკა სიმონიშვილი

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას “სილა გაულაწუნა”.

მისი თქმით, სტრასბურგმა ხელისუფლებას ომბუდსმენის კონსილიუმის იმ დასკვნის გათვალისწინება დაავალა, რომელსაც “ოცნება” “ფეიკს” უწოდებდა.

“სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას სილა გაულაწუნა სახეში.

სააკაშვილისთვის მკურნალობის გაწევა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნის გათვალისწინებით დაავალა, სააკაშვილზე კი აღნიშნა, რომ საჭიროებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. ამ ორივე საკითს სასამართლომ დროებითი ღონისძიება უწოდა, რომლებიც უპირობოდ მიიჩნია. საინტერესო ისიცაა, რომ ეს წერილი იმ დღესაა გამოგზავნილი, როცა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს სააკაშვილი.

სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას რომ ფეიკი უწოდეს, მაგის გათვალისწინება პირდაპირ დაავალა, შიმშილობაზე რომ ქილიკობდნენ და ამაზე პირდაპირ აღნიშნა, საჭიროა შიმშილობა შეწყვიტოსო”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშითავისუფლება დღეს ჩვენი! წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში! – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაგრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება