სტრასბურგის სასამართლომ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდა რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა – ქორიძე

ზვიად ქორიძე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ სასამართლომ სარედაქციო პოლიტიკის საფრთხის ქვეშ დაყენებას გაუსვა ხაზი.

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ აქცენტი გააკეთა არა იმაზე, რომ ეს იყო ორი კერძო დავა საკუთრების თაობაზე, არამედ არსებითი იყო ის, რომ დიდი და სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდა სარედაქციო დამოუკიდებლობა რუსთავი2-ის და ზოგადად მედიაპლურალისტური გარემო და სიტყვის თავისუფლების რეჟიმი ქვეყანაში,“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

banner
წინა სტატიაში“ასეთი სამართლიანია ევროპა, დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს”- მიშველაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლე ნამდვილად შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში