სტრასბურგის სასამართლომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 18, 2019 12:45

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​საქმეზე საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნოდარ გოგალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას გულისხმობს. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების შესახებ კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა.

ამას გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში მოსარჩელესთვის კომპენსაციის სახით 6 000 ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ მოსარჩელის მიერ კომპენსაციის შესახებ სხვა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გოგალაძის დაცვის მხარე კომპენსაციის სახით 50 000 ევროს და სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა.

ნოდარ გოგალაძე ბორჯომის პოლიციამ 2008 წლის თებერვალში დააკავა. მოსარჩელე აცხადებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 18, 2019 12:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics