სტრასბურგის სასამართლო “რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

დღეს, 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე საქმეზე „ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

კომპანიის, ან წილის მიკუთვნების საკითხები სტრასბურგის კომპეტენციაში არ არის. მისი მთავარი მიზანია დაადგინოს დაირღვა თუ არა “რუსთავი 2”-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში. არხის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იქნება და “რუსთავი 2”-ის ყველა მხარდამჭერს, ამ დღის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს. გადაწყვეტილება თბილისის დროით ზუსტად 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

“ჩვენ ვაპირებთ ზეიმს, არავინ რომ არ მოვატყუოთ. რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ გადაწყვეტილება არ ვიცით, მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ დარღვევა დადგინდება მინიმუმ მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ავტომატურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე არის გაუქმებული და ის ვერანაირ იურიდიულ შედეგს ვერ გამოიტანს. ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელოს დროებითი ღონისძიება და ჩვენს მთავრობას არ მისცეს შესაძლებლობა რომ ერთი, “რუსთავი 2” წაიღოს და მეორე, ჩაიდინოს დანაშაული იმიტომ, რომ ნებისმიერ ვითარებაში დარღვევადადგენილ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება არის დანაშაული, კონსტიტუციის დარღვევა. მე არ მინდა რომ მთავრობა და იუსტიციის მინისტრი დამნაშავე გახდეს ერთის მხრივ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, ცუდი მიზეზი იქნებოდა ძალიან და მეორესმხრივ, რა თქმა უნდა არ მინდა, რომ “რუსთავი 2″-ს ამის გამო პრობლემები შეექმნეს, მართალია უკანონო, მაგრამ პრობლემები,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება განიხილა