სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოების მხრიდან მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

„სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მეორედან მეოთხემდე მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 § 1 მუხლის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეხება დასაშვებია, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი არა;

სასამართლო ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესების 39-ე მუხლის გამოყენების შეწყვეტის შესახებ;

სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ტ.ს-ს მიერ, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოვებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სასამართლომ ერთპიროვნულად დაადგინა ასევე, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოვებლობას, რომელშიც შედიოდა მოსამართლე ნ.გ. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიის მხრიდან, რომელშიც შედიოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე მ.ტ.“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რ2-ზე – “მოსალოდნელია ხელისუფლებამ მათთვის სასარგებლო ინტერპრეტაციით წარმოაჩინოს”
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა