სტრასბურგის სასამართლო ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელს განიხილავს

სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო – აღნიშნულ ინფორმაციას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.
ბიძინა, მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

სტრასბურგის სასამართლოს ხაზარაძე-ჯაფარიძემ მას შემდეგ მიმართეს, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებაზე უარი მიიღეს. ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

საქალაქო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით მიუსაჯა. თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

banner
წინა სტატიაშიროგორი ამინდი იქნება საქართველოში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო