“სტრასბურგის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია” – გახარიას პარტია

“ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე” – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

მათი თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ “გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია”.

“დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია”- წერს უწყება.

ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე.

ეს არის ის, რასაც მუდმივად ვამბობდით. დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება.

ამასთან, დიდი პალატის გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია. ყველანაირად გამოვიყენებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მტკიცებულებას მინისტრთა კომიტეტში, რათა შევუშალოთ ხელი საქმის გაყალბებას.

ეს საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ დაზარალებულების უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულების წამებაში მხილებული, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გაუშვეს
შემდეგი სტატიაპარაკლისი აქციის ნაცვლად – “ეს “მორწმუნე” მთავრობა იმედია ლოცვას არ აგვიკრძალავს”